2018-06-27

ბევრ დედას აინტერესებს, შეიძლება თუ არა ახალშობილი ჩავსვათ კენგურუში.

„მშობელი“ გთავაზობთ სხვადასხვა სანდო  რეკომენდაციებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

ყველაზე მთავარია ბავშვს ჰქონდეს სწორი პოზიცია, იქიდან გამომდინარე, რომ  მუცლად ყოფნისას ბავშვი არის მჯდომარე პოზიციაში, ძირითადად  გადაჯვარედინებული ფეხებით, სასურველია 5 თვემდე გამოიყენოთ სლინგი.

ასე  ახალშობილი დედასთან ახლოსაა და დაახლოებით იმ მდგომარეობაში, როგორც მუცლადყოფნისას,  კარგად აქვს დაფიქსირებული თავი და კისერი. სლინგის მორგება ბევრნაირად შეიძლება, მათ შორის არის ძილის პოზიცია.

 

კისრის კუნთები 4-5 თვის ასაკში მაგრდება და თქვენს პატარას უკვე შეუძლია თავის დამოუკიდებლად დაჭერა და ტრიალი. როგორც წესი, პატარები ამ დროს სწავლობენ ჯდომასაც, ასე რომ,  სპეციალისტები  უკვე ჩვეულებრივ კენგურუს გვთავაზობენ.

 

არსებობს სხვადასხვა სახის კენგურუები, რომლებსაც თქვენ თვითონ მოარგებთ თქვენს პატარას საჭიროების მიხედვით.

ზოგიერთ ფირმას აქვს კენგურუების ხაზი სპეციალურად ახალშობილთათის, რომლებიც იწონიან 2,5-3კგ და ზემოთ, ამ პროდუქტს აქვს უფრო პატარა „უბე“ სადაც ბავშვი „ზის“ და ფეხები ძალიან არ აქვს გაშლილი.

 

ასაკის ზრდასთან ერთად შეგიძლიათ გაზარდოთ კენგურუში ყოფნის დრო სეირნობისას.

როგორ კენგურუს(სლინგს) შეარჩევთ თქვენი პატარასთვის, ეს უკვე თქვენს გემოვნებაზე და ბავშვის საჭიროებაზეა დამოკიდებული.

 

მოამზადა ლუდმილა არდაშელიამ

რჩევები