ეივონის სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონული გაყიდვების მენეჯერი, სალომე ჭითანავა, რომელიც კანის ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის, აცხადებს, რომ ავერსის კლინიკამ მცდარი დიაგნოზი დაუსვა, ქირურგმა ივანე კილაძემ კი ოპერაცია არასწორად გაუკეთა.
„ეს პასუხი, ორი დღეა ვიცი და ვდიქრობდი დამეწერა თუ არა... საბოლოოდ ვფიქრობ სოციალური სივრცეა, ჩემთვის შესაძლოა არაფერს ცვლის ამ ეტაპზე ამ პასუხის ცოდნა, მაგრამ იქნებ სხვას შეუცვალოს!
პირველ ფოტოზე არის დიაგნოზი, იმ კანის წარმონაქმნის (ე.წ ხალი), რომელიც ქირურგიულად მოვიშორე, ბატონი ივანე კილაძის მიერ 2015 წელს, მეორე ფოტოზე კი საფრანგეთში, იმავე მასალის, ჩემივე სურვილით გადამოწმებული პასუხი იმავე მასალის.
პასუხები ურთიერთსაპირისპიროა!
ავერსის კლინიკაში გამოკვლეულ მასალაში წერია რომ ეს წარმონაქმნი წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ პაპილომას , საფრანგეთში გაკეთებულ ანალიზში კი წერია რომ ეს არის მელანომას ატიპირიური უჯრედები.
ამ წარმონაქმნის მოშორებიდან თითქმის ორი წელი ვიყავი სრულიად მშვიდად, რა თქმა უნდა არც ბატონმა ივანე კილაძემ (ამჟამად ფ. თოდუას კლინიკაში ონკოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობს), არ შეიტანა ეჭვი ასე ძალიან გაღიზიანებულ წარმონაქმნში, რომელიც ჩემთვისსაც კი ძალიან საშიშად გამოიყურებოდა! არ დავიწყებ აქ იმის მოყოლას როგორ შემეძლო გავფრთხილებოდი თავ , როგორ უნდა გაკეთებულიყო ქირურგიული ჩარევა (ეგეც კი არაა საჭირო ზომაზე ჩატარებული), უბრალოდ მაინტერესებს ამ არასწორი პასუხებით როდემდე უნდა დაისვას დაგვიანებული დიაგნოზები??? რატომაა სასიცოცხლო სხვა ქვეყანაში გადამოწმება??? და კიდევ ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ აქ არავინაა პასუხის გამცემი, უბრალოდ ინფორმაციაა, რომელიც შესაძლოა ვიღაცას გამოადგეს...“, - წერს სალომე ჭითანავა.
"მშობელი" სალომეზე ადრეც წერდა. ისტორია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: სალომე