
დიდ დიღომში მდებარე ბაგა-ბაღში „პირველი ნაბიჯი“ დილიდან პოლიცია მუშაობს.
საქმე ეხება 8 აგვისტოს მომხდარ ფაქტს, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით გუშინ გახმაურდა. კერძოდ, საქმე ეხება ვიდეოკამერის ჩანაწერს, სადაც ჩანს, რომ ძიძა 8 თვის ბავშვს ფიზიკურად ეხება.
“ქვედა ეკრანზე თქვენ ხედავთ ჩემს დისშვილს, რომელიც არის 8 თვის... მივიყვანეთ ბაგა- ბაღში გამოუვალი მდგომარეობის გამო, რომელიც მდებარეობს თბილისში, დიდ დიღომშია. ელენიკოს ექცევა “ამღზრდელი” უკანასკნელად, ბავშვს იმხელაზე გადააგდებინს თავი უკან ლამის კისერში გადატეხა. რა უნდა დაგიშავოს 8 თვის ბავშვმა გამაგებინეთ, რომ ასე მოქცეს “ადამიანი”. გთხოვთ გააზიაროთ და ყველამ იცოდეს, რომ სანდო ადამიანები აღარ არსებობენ...”, - ნათქვამია ტექსტში, რომელიც ვიდეოს ერთვის.
ბაღის სხვა აღსაზრდელების მშობლების ინფორმაციით, ინციდენტი 8 აგვისტოს მოხდა, ძიძა კი, რომელიც კამერებმა ბავშვზე ძალადობის დროს დააფიქსირეს, იმ დღესვე გაათავისუფლეს სამსახურიდან.
„ჩემი შვილიც ამ ბაღში დადის, მუდმივად ვუყურებ კამერებს, მაგრამ ეგ ფაქტი არ შემიმჩნევია, რადგდან მთლიანად ჩემ შვილზე ვარ გადართული. სულ რაღაც ერთი კვირაა მივიყვანე. ეს რომ გავიგე, დილითვე გავიქეცი შეშინებული. განგვიმარტეს, რომ ეს ძიძა საცდელი ვადით იყო აყვანილი და იმ დღესვე გაათავისუფლეს“, - განუცხადა „მშობელს“ ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა.
როგორც „მშობელს“ შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი, სასჯელი 1-დან 3 წლამდდე პატირობას ითვალისწინებს.