2018-05-23

25 მაისს ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ორგანიზებით ქედას ჰოსპიტალში უფასო კონსულტაციები ჩატარდება. აჭარის მაღალმთიან მოსახლეობას დღის განმავლობაში კონსულტაციებს ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის წამყვანი სპეციალისტები ჩაუტარებენ.

ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება 10:00 სთ-დან რაონიდან გაუსვლელად, სრულიად უფასოდ მიიღოს - კარდიოლოგის, ანგიოლოგის, უროლოგის, გინეკოლოგის, რადიოლოგის, ნევროლოგის, ნეიროქირურგის, ქირურგის, პროქტოლოგის, ტრავმატოლოგის და ოჯახის ექიმის კონსულტაციები.

 

დღის ამბები