![]()
შატილის ტრაგედიის დროს გადარჩენილი გოგონა, სამსახურს დაუბრუნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ბაგი" ავრცელებს, სადაც ის მუშაობს.
"ყველას გვახსოვს შატილში მომხდარი ტრაგედია, სადაც მიკროავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულებიდან ერთ-ერთი, ხატია დევსურაშვილი კი ბაგის გუნდის წევრია. ხატია გამოჯანმრთელდა და დღეს უკვე სამსახურში დაგვიბრუნდა, რითიც ბაგის თითოეული თანამშრომელი უზომოდ გაგვახარა", - ნათქვამია კომპანიის ფეისბუქ გვერდზე.