2020-02-04

2020 წლის 31 იანვრის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის აღნიშნულ პერიოდში 41 შეთხვევა დაფიქსირდა.

 სულ საქართველოსი რეგისტრირებულია 8150 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6081 მამაკაცია და 2069 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4271 პაციენტს განუვითარდა, 1645 გარდაიცვალა.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 38.0 %(3093) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;  48.4 %(3942) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.2 %  (914) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.3 %(110) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %(38) - სისხლის რეციპიენტია;  0.7 % (53) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3007 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1132; შემდეგ იმერეთში 982; აჭარაში 918; აფხაზეთში (525); კახეთში (402) ქვემო ქართლში (468); შიდა ქართლში (302); გურიაში (174); სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა.  27  გარდაიცვალა, 3 ქვეყნიდან გავიდა.

განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით - 108 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი - 4. დაუდგენელი – 2.

 

 

 

ჯანდაცვა