2019-05-24

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, „15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი დანაშაულია.

როგორც მან სოფელ აღაიანში მომხდარი ფაქტის კომენტირბისას განაცხადა, გამოძიება ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს, შემდგომ კი შესაბამისი პირის პასუხიმგებლობის საკითხი დადგება.

„აღნიშნული საქმის ფარგლებში გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებითაც. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გოგონა დაორსულების დროისთვის ნამდვილად იყო 15 წლის. 15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი ეს არის დანაშაული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით და ამის შემდგომ დღის წესრიგში დადგება შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ აღაიანში, 7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის 16 წლის დედაა დაკავებული. ბავშვის მამა კი 21 წლისაა.

 

საზოგადოება