2022-06-02

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, ყველა სოციალურად დაუცველი არასრულწლოვანი, 50 ლარით გაზრდილ შემწეობას აიღებს.

215 ათასზე მეტი ბავშვისთვის უკვე გამოყოიყო თანხა, რომელიც ახალი სოციალური ვალდებულების შესრულებას მოხმარდება. ამისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 341 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებისთვის შემწეობა, 2019 წლიდან ეტაპობრივად იზრდება. თავიდან ის 50 ლარს შეადგენდა, წელს კი 150 გახდა. ჯანდაცვის უწყება, რომელიც შემწეობის გაცემაზეა პასუხისმგებელი, ირწმუნება, რომ თანხის რაოდენობა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის მომავალშიც გაიზრდება.

საზოგადოება