
ვუნდერკინდმა, რომელიც ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის პირველი საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა, საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა.
მათეს დიპლომი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა. გარდა ამისა, ის ვებ-სემინარის კურსს უფასოდ გაივლის.
სოფელ ვარდისუბანში მცხოვრებმა ვუნდერკინდმა 2 წლის ასაკში მსოფლიო ატლასი ზეპირად იცოდა და ყველა ქვეყნის დროშას ცნობდა. მათე თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე.