![]()
განათლების სისტემაში ტექნოლოგიების დანერგვის პროექტი წლის ბოლომდე განხორციელდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ამერიკელ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრაზე პროექტის დეტალები განიხილა.
პროექტი, სისტემას, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტეგრაციაში და „ციფრულ სამყაროსთან" დაახლოებაში დაეხმარება.
უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია „კარდანო ჯგუფთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიმდინარე წლის 17 ივნისს გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი მიმდინარეობს.