
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლებში სასკოლო ფორმების მეექვსე კლასის ჩათვლით შეტანას ვერ ასწრებს", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა დღეს, 28 მაისს, პარლამენტში განაცხადა.
“ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი იქნება უზრუნველყოფილი სასკოლო ფორმებით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასელები. სამწუხაროდ, ბაზრის კვლევისას გამოვლენილმა კომპანიებმა ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები, რის გამოც პროცესი შეწყდა და ბაზრის კვლევა განმეორებით გამოცხადდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრის კვლევის დაზუსტების პროცედურები და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში იქნება გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია. იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს საკმაოდ დიდ მოცულობაზე 1 მილიონ 800 000 ტანსაცმლის ერთეულის შესყიდვასა და მოწოდებაზე ეს პროცესი დაიგეგმა ეტაპობრივად”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, სასკოლო ფორმა სავალდებულო სხვა კლასებისთვისაც გახდება და კლასების მატებას ყოველწლიურად განხორციელდება.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, ყოველწლიურად თითო კლასი დავამატოთ”, - აღნიშნა მინისტრმა.