2022-04-08

დუმბაძის ფონდში, 10 აპრილს, ცირა ბარბაქაძის წიგნის, "გზავნილები მასწავლებლებისთვის", პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნის ავტორის, პროფესორ ცირა ბარბაქაძის ინფორმაციით, წიგნს რედაქტორები არიან ჟურნალ „მასწავლებლისა“ და ინტერნეტგაზეთ "mastsavlebeli.ge"-ს მთავარი რედაქტორი, პოეტი ნატო ინგოროყვა, მწერალი ირაკლი შამათავა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე.

წიგნში თავმოყრილი და სისტემატიზებულია Mastsavlebeli.Ge - ზე გამოქვეყნებული სტატიები, რომლებსაც აქტიურად იყენებენ მასწავლებლები.

წიგნი დაიბეჭდა პროექტის - განათლება ციფრულ ეპოქაში - მასტერკლასები და კონკურსი-ის ფარგლებში, პროექტის მენეჯერის რამაზ ზოსიაშვილის ინიციატივით, 

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: საბურთალო, სულხან ცინცაძის ქუჩა, #63 (ბიბლიოთეკის შენობა, პირველი სართული)

განათლება