![]()
განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში დაიწყება.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ჩვეულებრივ რეჟიმში განახლდება უნივერსიტეტებშიც.
"დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე ჩვენ განვაახლებთ საწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში, მაგრამ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის და რასაკვირველია, საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური", — განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.