დღეიდან ლიბერთი ბანკმა, BS/2 Georgia-სთან პარტნიორობით, თავისი ბიზნეს მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი პროდუქტი - ფისკალური Android POS ტერმინალი წარადგინა, რომელიც საბარათე გადახდებისა და სალარო ოპერაციების შესრულების შესაძლებლობას ერთ მოწყობილობაში აერთიანებს.
ფისკალური Android POS აღჭურვილია თანამედროვე უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიით და მხარდაჭერილია საერთაშორისო გადახდის სისტემებით,როგორიცაა Visa, MasterCard და UnionPay.
აღნიშნული ტერმინალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს განახორციელოს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო გადახდები, მიიღოს ქვითარი და ერთდროულად აწარმოოს საბარათე და სალარო ოპერაციები.
აღსანიშნავია, რომ ტერმინალის სალარო ფუნქციონალის ნაწილი სრულიად უფასოა - ბიზნესს შეუძლია ტერმინალის მოთხოვნა, და ინსტალაცია ყველანაირი კაპიტალური დანახარჯის გარეშე, რაც სალარო აპარატის შეძენისა და ტექნიკურ მომსახურების ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ლიბერთი, პარტნიორ კომპანიებს Andriod POS ტერმინალით მიღებულ გადახდებზე კონკურენტულ ტარიფებს სთავაზობს როგორც ლიბერთი ბანკის, ისე სხვა ბანკებისა და საგადახდო პროვაიდერების მიერ გაცემულ ბარათებზე.
ასევე, ბიზნესებს სთავაზობს მარტივ ინტეგრაციას, მრავალფუნქციურ სერვისებს, მუდმივ ტექნიკურ მხარდაჭერას, ტრანზაქციებზე დეტალურ და რეგულარულ ინფორმაციას, ინდივიდუალურად მორგებულ ტარიფებსა და საუკეთესო ლოიალობის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას.
მეწარმეებს, რომელთაც სურთ საკუთარ ობიექტში ლიბერთის POS ტერმინალის განთავსება, შეუძლიათ შეავსონ განაცხადი ბმულზე: https://libertypayments.ge/application/create ან დარეკონ ნომერზე: 0322 55 55 00.
ბიზნეს ანგარიშის გახსნა შესაძლებელია დისტანციურად - https://libertybusiness.ge
ბარათის მიღება, ინტერნეტ ბანკის გააქტიურება და სმს ბანკის სერვისის ჩართვა ავტომატურად მოხდება რეგისტრაციის პროცესში.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.
ბანკის აქტივები 5.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500-ს აღემატება.
ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.
განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ლიბერთის მისიაა გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.