2025-04-30

1 მაისს SOLO - მომხმარებლებს და არა მხოლოდ მათ, Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის მუსიკალური საღამო ელით.

ღონისძიება 21:00 სთ-ზე დაიწყება და მსოფლიოში აღიარებული ჯაზმუსიკოსები სტუმრებისთვის დაუვიწყარ შოუს გამართავენ.

ესენი არიან:

• ბექა გოჩიაშვილი - პიანო;

• ლუკა თოფურია - კლავიში;

• ლევან დეისაძე - ბასი.

• სოსო ცაგარეიშვილი - დრამი;

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, SOLO და MasterCard Jazz Club 1984-ის გენერალური სპონსორები გახდნენ.

პარტნიორობის ფარგლებში SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდის შემთხვევაში მომხმარებლები ექსკლუზიურად ისარგებლებენ მუდმივი, 20%-იანი ფასდაკლებით როგორც ჯაზკლუბის ბილეთებზე, ასევე ბარში.

Jazz Club 1984-ში ლაივ პერფომანსები რეგულარულად, ყოველდღე სრულდება და ის ყოველ საღამოს 21:00 საათზე იწყება.

მსმენელის წინაშე კი სხვადასხვა დროს წარსდგებიან:

• ნუცი ნებიერიძე & New York Tbilisi connection;

• კახა ჯაგაშვილის კვინტეტი;

• ლუკა თოფურიას კვარტეტი;

• კემოს კვარტეტი;

• ხატია ქორიძის კვარტეტი;

• გიგი ცინცაძის ტრიო;

• გია რაქვიაშვილის კვარტეტი;

• ზურა რამიშვილის ტრიო;

• რეზო კიკნაძის კვინტეტი.

1 მაისის საღამოზე დასასწრებად ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე.

ბიზნესი