2020-02-10

ახალბედა დედებს ვეტყოდი, რომ ნორმალურია გეშნოდეს, ნორმალურია გეგონოს, რომ ვერაფერს მოუყრი თავს, რომ ყველაფერი დამთვრდა, გრცხვენოდეს, რომ დეპრესია გაქვს მაშინ, როცა წესით ყველაზე ბედნიერი უნდა იყო.  ეს შეგრძნებები დროებითია და ყველაფერი თავისთვად დალაგდება, თუმცა არა თქვენი მონდომების გარეშე. იმაზე დიდი სამსახური, ვიდრე დედობაა, არასოდეს გვექნება, თუმცა ყველაზე მეტად ჩვენს შვილებს სჭირდება ჩვენი წარმატება და რეალიზაცია“.

„მშობელი“ აგრძელებს აქტიური და საინტერესო დედების გაცნობას, რათა სტიმული მოგცეთ თქვენ, ვინც დღეს დაბნეული ხართ და გამოსავალს ეძებთ.

ეკა ჯოლოგუა - ახალბედა დედა, საჯარო მოხელე და ტრადიციული რეწვის ოსტატია. ხელსაქმეზე წლებია მუშაობს და სულ მალე youtube არხის შექმნას გეგმავს, რათა უფრო აქტიურად დაეხმაროს ახალბედა დედებს.

ეკო ხელნაკეთი•eco handmade

„ხელსაქმეზე წლებია ვმუშაობ, უნივერსალური ოსტატი ვარ. ცოტ-ცოტა ყველაფერს ვაკეთებ. რასაც შემკვეთი ისურვებს, მეც იმ ხელობით ვარ დაკავებული.  სოციალურ ქსელში მაქვს გვერდი ეკო ხელნაკეთი•eco handmade, სადაც ჩემი ნამუშევრების დათვაკიერებაა შესაძლებელი. ყველაფერი 2008 წელს დაიწყო. მაშინ თექის აქსესუარები  აქტუალური იყო და ძვირიც ღირდა. მახსოვს, ძალიან მინდოდა მქონოდა თექის შარფი და ქუდი, მაგრამ თავს უფლებას ვერ ვაძლევდი. მერე დავფიქრდი, რაკი ვერ ვყიდულობ, იქნებ ინტერნეტში მოვიძიო როგორ კეთდება-მეთქი. ასე დაიწყო ჩემი პირველი გადაკვეთა მატყლთან. მახსოვს ერთი კილოგრამი მატყლისგან ძალიან ბევრი აქსესუარი გავაკეთე. გადავქექე ყველა უცხოური ვიდეოგაკვეთილი, რადგან ქართულ ენაზე ვერაფერი ვიპოვე და ცოტა ხანში ჩვემი ყველა მეგობარი თავს თექის აქსესუარით იწონებდა. საქმემ იმდენად ჩამითრია, რომ ვიმოგზაურე სვანეთში, მერე კახეთში, სოფელ ალვანში, სადაც ადგილზე გავეცანი მატყლის დამუშავების ყველა პროცედურას და დავიწყე სოციალურ ქსელ facebook-ზე ნამუშევრების რეალიზაცია.  რა თქმა უნდა დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ტრადიციული რეწვის ოსტატი მრქმეოდა. ხელის გაწაფვა გამოცდილებას მოაქვს მხოლოდ, მაგრამ ეს დღე ადრე თუ გვიან აუცილებად დგება. ერთმა ხელსაქმემ მეორე მოითხოვა, მეორემ მესამე და ნელ-ნელა შეემატა თექას ქარგვა, კერვა, ქსოვა, თიხაზე და ტყავზე მუშაობა“.

ბოლო ორი წელია ინტეტნიურად მუშაობს ახალი მიმართულებით. ქმნის თემატურ ფოტოალბომებს, ნათლობის, დაბადების დღის, მეგობრობის, საოჯახო, საბავშვო და სხვა მრავალი სახის თემატიკაზე, დამკვეთის სურვილისამებრ.

„საქმე ძალიან საინტერესოა, რადგან მიწევს თითოეულ შემკვეთთან ინდივიდუალურად გასაუბრება. ისინი სხვადასხვა ქალაქებიდან არიან, ურთიერთობების ძალიან დიდი ჯაჭვი იკვრება. შეკვეთის ამ სახით მიღება ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან ხშირად, ისეთი  ჩანაფიქრი და იდეა მოუწოდებიათ, სიხარულით და დიდი ენთუზიაზმით განმიხორციელებია“.

 

ახალი მიმართულების სარეკლამო სახე, ახლა უკვე მისი მთავარი დამსაქმებელი, სანდროა.

„აქტიურ შემოქმედებით წვაში ვიყავი, როცა უფლისგან უდიდესი საჩუქარი მივიღე და სასწაული ბიჭის დედობა მხვდა წილად.  სანდროს დედიკოს ნამუშევრების ღიმილით გაპიარება არ ეზარება და საბავშო ნივთების ფონზე ძალიან საყვარლად გამოიყურება“.

 

შვილის გაჩენის შემდეგ, არც ეკა ყოფილა გამონაკლისი, რომელსაც ახალ ცხოვრებასთან შეგუება და დროის გადაწყობა დასჭირდა.

„ყველა დედა გადის ალბათ პერიოდს, როცა უდიდეს ბედნიერებას გრძნობ, პარალელურად ძალიან შეშინებული ხარ რაღაც დიდი სიახლის წინაშე. სადღაც ქრება შენი თავდაჯერებულობა, გგონია, რომ ვერაფერს შეძლებ თვითგანვითარებისთვის და მთელი შენი დარჩენილი ცხოვრება მხოლოდ შვილზე ზრუნვაა.  ეს ფიქრები ალბათ ნორმალურია საწყის ეტაპზე, მაგრამ დამიბრუნდა საღად განსჯის უნარი. იმასაც მივხვდი, რომ საყვარელი საქმის გარეშე დედობაც კი ვერ გამხდიდა ბოლომდე ბედნიერს. ჩემი ცხოვრების წესის რადიკალურად შეცვლისთვის მზად არ არმოვჩნდი, ამიტომაც დავიწყე გზების ძებნა - ყოველი ჩემი შვილის ნახევარსაათიანი ჩაძინება ჩემი ალბომის ერთ გვერდს უდრიდა. ბავშვზე ზრუნვა დიდ დროს მოითხოვს და დაღლა ჩემს მუზას რა თქმა უნდა აფრთხობს, მაგრამ ყოველდღიურად მჭირდება ხელის საქმე იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო. არ შეიძლება არ აღვნიშნო ჩემი შვილის ახალბედა მამის მონდომება ჩემი საქმიანობის წარმატებაში“.

როცა უკვე იპოვა სწორი გზა, ახლა შვილი მთავარი მოტივატორი გახდა საბავშვო ნივთებზე მუშაობაში. სულ მალე მორჩება საბავშვო განმავითარებელ წიგნზე მუშაობას და გააცნობს საზოგადოებას.

„ჩემი შვილი შთამაგონებს სიახლეებს. ადრე არასოდეს მიფიქრია, რა საინტერესო სათამაშოები შეიძლება გაკეთდეს ბავშვებისთვის, რომლებიც მათ თამაშის პროცესში განვითარებაში დაეხმარება. მალე მოვრჩები მუშაობას ბავშის განმავითრებელ წიგნზე, რომელიც გათვლილია 6 თვიდან 4 წლამდე პატარასათვის. წიგნი 100% ტექსტილისგან იქნება შეკერილი და დიდხანს ერთგულად ემსახურება ბავშის გართობა-შემეცნების საქმეს. მისი დახმარებით პატარა შეძლებს ისწავლოს ფერები, ისეთი ცნებები, როგორიცაა დიდი, პატარა, მაღალი, დაბალი, წელიწადის დროები, განივითაროს ხელის მატორიკა და ა.შ.  სწორედ სანდროს საჭიროებების პარალელურად ვახდენ ახალი საბავშვო პროდუქტების დამატებას ჩემს პატარა სახელოსნოში. რა თქმა უნდა გაცილებით დიდი დრო მჭირდება მათზე სამუშაოდ, მაგრამ ამას ჩემი შემკვეთი დედები გაგებით ეკიდებიან“.

საკუთარი წილი გზის გავლის შემდეგ, ის სხვების დახმარებას შეეცდება და დედებს დროის სწორი განაწილებისთვის საჭირო რჩევებს, უკვე ინტერნეტსივრციდან მისცემს.

„რაც შეეხება ხელსაქმეში თავის გამოცდას, ეს ძალიან ადვილია.  სწორედ ეხლა ვიწყებ ჩემი youtube არხის  (eco handmade) განვითრებას - ხშირად დავდებ სხვადასხვა ვორქშოპებს სწორედ ახალბედა დედებისთვის, სადაც საკუთრი გამოცდილების მაგალითზე მოვყვები როგორ გადავანაწილოთ სწორად დრო, რომ საკუთრ თავში ვეძიოთ და აღმვოაჩინოთ კიდეც ტრადიციული რეწვის ოსტატები, სკრაპბუკერები, მკერავები, მქსოველები, მქარგველები, როგორ მოვახდინოთ ნამუშევრების რეალიზაცია აბსოლუტურად უფასოდ, ინტერნეტსივრცის გამოყენებით. როგორ ვმუშაობთ უკვე გაყიდულ ნივთზე და ა.შ“.

სულ მალე დასრულდება მისი დეკრეტული შვებულება და ეკას ალბათ ახალი განრიგის შედგენა მოუწევს მის ცხოვრებაში.

„ერთი სული მაქვს როდის გავალ სამსახურში, რომელიც ძალიან მიყვარს.  რა თმა უნდა ადვილი არაა, ერთმანეთს შეუთავსო ეს ყველაფერი, მაგრამ მთვარია გულით გინდოდეს“.

 

ირინე არდაშელია, სპეციალურად „მშობელისთვის

 

 

 

წარმატების ფორმულა