2020-09-22

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისარასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებულიოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარიშეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებულიი.გ. დააკავეს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა.

მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ისმომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

ძალადობა