2020-02-24

ბიჭს, რომელიც უპატრონო ძაღლებისთვის სახლებს აშენებს, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა კომპანიამ საჩუქრად ავტომობილი გადასცა.

აღნუშნულის მიზეზი აღმოჩნდა ის, რომ ზაქარიას საკუთარი მანქანა არ ჰყავდა, ძაღლებისთვის აშენებულ სახლებს კი ხან ნაქირავები, ხან კი მეგობრის ტრანსპორტით ანაწილებდა უბნებში.

ზაქარია დოლიძე, პროფესიით რეჟისორია და თბილისის ერთ-ერთ უბანში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ძაღლებისადმი სიყვარულთან ერთად, ის იდეალური მამაა.

"იდეალური მამაა, ცდილობს მაქსიმალურად ბევრი დრო დაუთმოს შვილებს. საუკეტესო მეგობარია მათი, ტასოს კალესელები ელოდებიან-ხოლმე როდის მივა სკოლაში ზაზა. მე თუ  მივაკითხე, გულდაწყვეტილები მეკითხებიან, აუუ ზაზა არ მოვა?", - გვიყვება ზაზას მეუღლე ნათია ხმიადაშილი.

სამი შვილის მამამ, უპატრონო ძაღლებისთვის სახლების შექმნა, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო და დღეს უკვე 260-მდე სახლი აქვს.

„ძაღლი გაგვიხდა ავად. ზაქარია ერთ-ერთ ჯგუფში გაწევრიანდა, რათა გაეგო ვინ იყო კარგი ექიმი, ან როგორ ემკურნალა ძაღლისთვის. ზამთრის პერიოდი იყო. ამ ჯგუფში  შეხვდა უამრავ საშინელ პოსტს - ღამით ძაღლი გაიყინა, ნაგავსაყრელზე გადაყრილი ლეკვები აღმოაჩინეს, რამდენი მშიერი ძაღლი დაძრწის... ცოტა შოკში ჩავარდა  და გადაწყვიტა რაიმე ფორმით დახმარებოდა ამ ძაღლებს. სახლში დაშალა თუკი რამე უსარგებლო თუ სასარგებლო ავეჯი იპოვა და დაიწყო სახლების გაკეთება. ასე დადგა პირველი სახლი, მეორე, მესამე, და უკვე 260 სახლამდე აქვს ამ ეტაპზე“.

ნათია ერთ-ერთი სახლის დადგმის პროცესს იხსენებს და ყვება, რომ ძაღლები ზაქარიას მიმართ უდიდეს სიყვარულს გამოხატავენ.

„ერთხელ, აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთი ცუგრიკასთვის უნდა დაედგა სახლი, მეც გავყევი. მივედით, სახლი გადაიტანეს მანქანიდან, რამდენიმე ადგილპობრივი ახალგაზრდა იყო იქვე.  დადგეს სახლი, დიდი ტანის ძაღლი იყო, რაღაცნაირი კეთილი გამომეტყველებით. დაბლა იწვა, ტროტუარზე, ნელა, დინჯად აიზლაზნა და შევიდა სახლში. წრე დაარტყა, გამოვიდა და ამდენი ადამიანიდან, ზაქარიასთან მივიდა, ფეხებთან დაუწვა და მოფერება დაუწყო. ეს ერთი ვნახე მე და თვითონ ასობით ასეთ მადლიერ ძაღლს ხვდება. ამიტომაცაა ალბათ რომ ამ საქმეს ასე  გულიანად აკეთებს და არავითარი სხვა მოტივი და ქვეტექსტი არ არსებობს. ქუჩაში ძაღლები როგორც არუნდა ჩხუბობდნენ და გაავებულები იყვნენ, ზაზას დაძახებაზე ეგრევე მშვიდდებიან. თან ზაზას სულ დააქვს საჭმელი, ყველა ძაღლს აჭმევს სადაც კი მშიერს ნახავს. აწი თავისი მანქანა ყავს და უფრო მეტს გააკეთებს. ტომრით საემელი უკვე ჩადო“.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ნათია ამბობს, რომ აგრძელებს თავის საქმეს და ათასმაგად მოტივირებულია და ისეთი შემართებითაა, ალბათ მთებსაც გადადგამს.

„აი, ცხოვრება ხომ სულ ერთი წამია!.. ათასგვარი შთაბეჭდილებებით, ისტორიებით, კადრებით, ფერებით..., დაუვიწყარი თუ გულსაკლავი ემოციებით აღსავსე... ჩვენ მუდმივად შებელილ ნერგებს ვგავართ... ახალი კვირტის მერე რომ იჭრებიან და გამონაცადს გულში იტოვებენ.. "მამენტ" ბოროტის ფინალიც ხომ happy and-ით მთავრდება და ამიტომ სძლევს მუდმივად კეთილი ბოროტს... ამიტომ კეთილი ლუკმაც უფრო რბილად გადადის და გემოც დიდხანს რჩება... მადლობა ზეცას!... მადლობა იმ ძაღლებს, რომლებიც ცდილობენ გულწრფელ სიკეთეს, გულწრფელი სიკეთით შეასხან ფრთები და ეს ყოველივე თვალსაჩინო და გადამდები გახადონ სრულიად საქართველოსთვის. მადლობა #inngroup #alutechgeorgia, თქვენ ჩემს ისედაც ერთ წამიან ცხოვრებას, ძალიან ბევრი ფერი შემატეთ, რომელიც გაცილებით მრავალფეროვანს და დაუვიწყარს ხდის მას!.. #ჩვენსიყვარულიგადაგვარჩენს❤❤❤

P.s.დღეიდან ჩემი საამაყო თანამეგზურები ხართ და მიყვარხართ“, - წერს ზაქარია სამადლობელ პოსტში.

 

ქველმოქმედება