2020-11-20

ლეგენდარული მსახიობი, ბრედ პიტი, გასულ კვირას ლოს-ანჯელესში შენიშნეს, როდესაც ის ოჯახებს პროდუქტებს ურიგებდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა და მისმა მეგობრებმა დაბალშემოსავლიან ოჯახებს მოხალისეობრივად პროდუქტები დაურიგეს მადლიერების დღის შესახვედრად.

ამის ამსახველი ექსკლუზიური ფოტოები Dailymail-მა გადაიღო.

თვითმხილველების თქმით, ბრედ პიტი თავად ატარებდა პროდუქტებით დატვირთულ მანქანას, შემდეგ თავად გადმოქონდა იქიდან ყუთები და სახლებში არიგებდა, სადაც პირბადის გამო მას ხანდახან ვერ ცნობდნენ.

ქველმოქმედება