2020-07-31

 

კორონავირუსის ფონზე, პირბადეები ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშნელოვანი ატრიბუტი გახდა. მეტიც, მის გარეშე საჯარო სივრცეში მოხვედრას ვერ შეძლებთ. ალბათ, ერთხელ მაინც დაგვიწყებიათ თითოეულ თქვენგანს, რის გამოც უკან მიბრუნებულხართ, ან გზა კონკრეტული ობიექტის ნაცვლად, აფთიაქისკენ გაგიგრძელებიათ. სწორედ, აღნიშნულს უკავშირდება კომპანია "სიოს" ახალი ინიციატივა - უფასო პირბადეები. 

როგორც "მშობელს" კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გოგეშვილმა განუცხადა, პირბადე ერთჯერადია და გამოყენებული პირბადის გადაგდება, არანაირ ზიანს არ აყენებს გარემოს. 

სიოს დამფუძნებელი აცხადებს, რომ მომპანიებმა თავად უნდა იზრუნონ თავიანთი მომხმარებლების უსაფრთხოებასა და კომფორტზე, ისევე, როგორც კომპანიები ვალდებულნი არიან უზრუნველჰყონ თავიანთი მომხმარებლები ისეთი ერთჯერადი სახარჯი ნივთებით, როგორიცაა ხელსახოცი, საპონი, სადეზინფექციო ხსნარი ანდა სხვა, ნებისმიერი ჰიგიენური საშუალება,.

"მომხმარებელს უნდა შეეძლოს იმ აუცილებელი ნივთის უფასოდ მიღება, რომელიც სავალდებულოა როგორც თავისი, ასევე ორგანიზაციის ან დაწესებულების უსაფრთხოებისთვის. პოსტ პანდემიურ პერიოდში ასეთი აუცილებელი ნივთი გახდა პირბადე, რომლის არ ქონის შემთხვევაში უბრალოდ ვერ შედიხარ ვერსად. აქამდე პირბადის ქონაზე მხოლოდ მომხმარებლები ზრუნავდნენ და ცდილობდნენ სულ თან ეტარებინათ პირბადე, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა პირბადე რჩებოდათ ან ეკარგებოდათ, მათ უწევდათ უკან გაბრუნება. სიო-ს გამოჩენის შემდეგ, პირბადის არ ქონა აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას, რადგან კომპანიებმა თავად დაიწყეს თავიანთი მომხმარებლების პირბადით უზრუნველყოფა. გვიხარია, რომ ადგილობრივმა თუ უცხოურმა კომპანიებმა მზადყოფნა გამოთქვეს, თავიანთ დაწესებულებებში განეთავსებინათ სიოს პირბადეები უფასოდ და მათი მხრივ დამატებითი კომფორტი შეექმნათ მომხმარებლებისთვის. სიო-ს 800 000 ცალი უფასო პირბადე უკვე ელოდება კომპანიებს, რომელთაც სურვილი აქვთ, სხვების მსგავსად მათაც შეუქმნან კომფორტი თავიანთ მომხმარებელს ან თუმდაც ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ რომ გაზარდონ თავიანთი კონკურენტუნარიანობა. კომპანიას 160 მომხმარებელი, რომელიც პირბადის არ ქონის გამო უკან უნდა გაესტუმრებინა 25 ლარი უჯდება".

მისივე თქმით, პირბადის გამოყენება უსაფრთხოა როგორც დიდებისთვის, ისე ბავშვებისთვის, იმდენად, რამდენადაც პირბადე რეკომენდირებულია მათთვის. 

"პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა, ერთადერთი საკითხია ზომა, თუმცა ეს პირბადე იძლევა დაპატარავების საშუალებას და თავისუფლად მოერგება ბავშვებსაც". 

 

სტარტაპი