2019-02-26

ფსიქოლოგ დარეჯან თოლორდავას ინფორმაციით, ეკრანდამოკიდებულება მოზარდის თავის ტვინში ისეთივე ცვლილებებს იწვევს, როგორც კოკაინის, ალკოჰოლის, ან კანაფის გამოყენება.

ფსიქოლოგი გვირჩევს, არ გამოვიყენოთ ტექნიკა ბავშვის დამშვიდების საშუალებად და მაქსიმალურად ვეცადოთ, ბავშვთან პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდეს.

თოლორდავა იმ უარყოფით შედეგებზე წერს, რასაც ეკრანის უკონტროლო გაოყენება იწვევს.

"ეკრანდამოკიდებულება ბოლო პერიოდში აღიარებული მდგომარეობაა, რომელსაც ელექტრონულ კოკაინსაც უწოდებენ. მოზარდის თავის ტვინში ის იწვევს ისეთივე ცვლილებებს, როგორც კოკაინის, ალკოჰოლის, ან კანაფის გამოყენება. თავის ტვინში იცვლება და ზიანდება ის უბნები, რომლებიც პასუხისმგებელია ემოციებზე, გადაწყვეტილების მიღებაზე და თვითკონტროლზე. ქვემოთ ჩამოთვლილია ის უარყოფოთი შედეგები, რაც შეიძლება გამოიწვიოს ეკრანის უკონტროლო გამოყენებამ:
➡️ მეტყველების შეფერხება
➡️ ფსიქიკური განვითარების შეფერხება
➡️ყურადღების დეფიციტი
➡️ დასწავლის პრობლემები
➡️ძილის პრობლემები
➡️ქცევითი და ემოციური პრობლემები (ტანტრუმები/ისტერიკა/აგრესია, შფოთვა ,დეპრესია)
👉არ გამოიყენოთ ტექნიკა როგორც ბავშვის დაწყნარების საშუალებად. თუ ბავშვს მიაჩვევთ ტელეფონით დამშვიდებას, ხელს შეუშლით მას ისწავლოს და განავითაროს თვითკონტროლი, ემოციების მართვა.
▶️ნუ შესთავაზებთ ეკრანებს ნაადრევად თქვენს ბავშვს. ტექნიკა ინტუიციურია და ისინი ძალიან ადვილად ითვისებენ მოწყობილობების გამოყენებას.
▶️თვალყური ადევნეთ ბავშვის მიერ გამოყენებულ მედიას. იცოდეთ რა აპლიკაციებს იყენებს ის.
▶️ძილის, ჭამის და თამაშის პერიოდები გახადეთ ტექნიკისგან თავისუფალი.
▶️ მოერიდეთ ეკრანების გამოყენებას დაძინებამდე 1 საათით ადრე.
▶️ იყავით მაგალითი - ბავშვები ყველაფერში მშობლებს ბაძავენ, სწავლობენ და იმეორებენ მათ ქცევებს. ამიტომ, პირველ რიგში, თქვენ აკონტროლეთ საკუთარი თავი და შეზღუდეთ ეკრანთან გატარებული დრო.
▶️გახსოვდეთ პირისპირ ურთიერთობის ფასი. ბავშვები ყველაზე კარგად სწავლობენ პირისპირ ურთიერთობით, ემოციური კავშირით,საუბრით.
▶️გააფრთხილეთ ბავშვები ეკრანებისა და ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებზე. ასწავლეთ, როგორ აირიდონ თავიდან გართულებები.
ციფრული ტექნოლოგიები არის კაცობრიობის ის მიღწევა, რომელიც ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს როგორც თავის საზიანოდ ისე სასარგებლოდ და გასავითარებლად. აუცილებელია მივაჩვიოთ საკუთარი თავიც და ბავშვებიც ტექნიკის გამოყენების წესებს, ზომიერებას და ამით დავიცვათ ისინი შესაძლო გართულებებისაგან", - აღნიშნავს ფსიქოლოგი.