2019-01-31

მოხდა ისე, რომ ერთ დღეს, მოგიწიათ ყველაფრისთვის წერტილი დაგესვათ... ამ დროს, ყველაზე მძიმე პირველი წუთები, პირველი საათები, პირველი დღეებია.
იწყება მტანჯველი ლოდინის რეჟიმი - გგონია, რომ დაგირეკავს ან კარს შემოაღებს... როგორ უნდა შეიმსუბუქო ეს, ყვალაზე რთული პერიოდი?!

პირველი - დარდთან გამკლავების უცვლელი "მეგობარი" ცრემლებია. იტირე რაც შეიძლება ხმამაღლა. სიმძაფრისთვის ჩართე საყვარელი ფილმი ან მუსიკა.

მეორე - კარგად გამოიძინე. ძველ რომში ძილს იყენებდნენ დეპრესიის სამკურნალოდ.

მესამე - შეცვალე ინტერიერი, მოიშორე ის ნივთები, რომლებიც მას გახსენებს.

მეოთხე - სასიამოვნო ატმოსფერო შეუქმენი საკუთარ თავს - კარგი აბაზანა, საუნა, მასაჟი.

მეხუთე - საუკეთესო მეგობრები. ყველაზე მეტი დრო მათ გვერდით გაატარე და ესაუბრე.

 

ფსიქოთერაპევტი ნათია ახობაძე

 

რჩევები