2020-03-21

youtube - ზე ახალი არხი გაჩნდა, რომელიც საგანგებო მდგომარების პერიოდში, თვითიზოლაციაში მყოფ ბავშვებს, ზღაპრებს მოუყვება. 

არხის შემქმნელი ბევრისთვის ცნობილი ზაქარია დოლიძეა. ის თავის შვილებთან ერთად, ეცდება თქვენ შვილებსაც გაუადვილოს იძულებითი სახლში ყოფნა. 

"ტასომ წიგნები დაალაგა და ისე ლამაზად გამოიყურებოდა, მაშინვე გამიჩნდა იდეა. რადგან 30 დღე კარანტინში ვართ, გადავწყვიტე ბავშვებს ყოველ საღამოს წავუკითხო ზღაპრები და ამით შევუმსუბუქო სხვა ბავშვებსაც იზოლაციის პერიოდი", - განუცხადა "მშობელს" ზაქარიამ.

პირველი ზღაპარი არხზე უკვე დაიდო და ყოველდღიურად განახლდება.

რჩევები