2019-07-02

პრინცი უილიამი: თუ ჩემი შვილი გეი იქნება მე მას მხარს დავუჭერ

კემბრიჯის ჰერცოგმა, ელისაბედ მეორის შვილიშვილმა, პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დაიანას უფროსი ვაჟმა, აგრეთვე გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრემ (ბებიისა და მამის შემდეგ), პრინცმა უილიამმა განაცხადა, რომ ის მზად არის მხარი დაუჭიროს მის შვილებს თუ ისინი გეები იქნებიან.

დიდი ბრიტანეთის პრინცმა აღნიშნა, რომ ის წუხს, რადგან თუ ეს ასე მოხდება, მათ უამრავი სირთულის გადალახვა მოუწევთ.

"თუ ჩემი შვილი გეი იქნება მე მას მხარს დავუჭერ. ზოგადად, მე სრულად დავუჭერ მხარს ჩემს შვილებს ყველა მათ გადაწყვეტილებაში, თუმცა მშობლის გადმოსახედიდან მაინც მღელვარება მიპყრობს. თუ ჩემი შვილები გეები იქნებიან, მათ უამრავი ბარიერის, შეურაცხმყოფელი სიტყვების, დევნისა და დისკრიმინაციის ატანა მოუწევთ", - განაცხადა პრინცმა უილიამმა ლონდონის პრაიდთან დაკავშირებით.

მშობლები