2018-12-17

ემბრიონის განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში, ჯერჯერობით არ არის სრულად გამოკვლეული და სიურპრიზებითაა სავსე.

„მშობელი“ გაგაცნობთ 12 ნაკლებადცნობილ ფაქტს, ემბრიონის განვითარების შესახებ.

  1. მუცლადმყოფ პატარას 32%-ით(!) მეტი ძვალი აქვს. სწორედ ამ მიზეზის გამო, პატარა იმდენად მოქნილია, რომ შეუძლია სამშობიარო გზების გავლა და დაბადება.
  2. გულისცემა განაყოფიერებიდან მე-18 დღეს იწყება. სისხლის მოძრაობა ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ზრდასრულ ასაკში, დაბადებამდე, გული საშუალოდ 54 000 000-მდე დარტყმას ახორციელებს.
  3. როცა დედა რამეს განიცდის, ან სტრესულ მდგომარეობაშია, ნაყოფი უგზავნის მის ორგანიზმს ღეროვან უჯრედებს, რათა დაზიანებული ორგანოები აღდგეს. საპასუხოდ, დედა ანტისხეულებს გადასცემს ნაყოფს, რომელიც მას ინფექციური დაავადებებისგან დაიცავს.
  4. ბავშვის სქესი, ყველა ხასიათის მახასიათებელთან ერთად, განაყოფიერების დროს განისაზღვრება.
  5. 8 კვირიდან თვალის ბადურა ყალიბდება, 12 კვირიდან კი ნაყოფი სინათლეზე რეაგირებს. მან უკვე იცის, როდისაა ქუჩაში მზიანი, ან მოღრუბლული ამინდი.
  6. 10 კვირიდან ბავშვის პირი იმდენად ვითარდება, რომ სანაყოფე წყლებს ყლაპავს, რომლის შემადგენლობაშიც ასევე ნაყოფის შარდი შედის.
  7. თითის ანაბჭდები 9 კვირის ვადაზე ვითარდება. აღსანიშნავია, რომ ტყუპებს განსხვავებული თითის ანაბეჭდები აქვთ, მათ ფენოტიპის გამო.
  8. სანაყოფე წყლების გარსის გამო ეს არავის არ ესმის, თუმცა პატარები დედის მუცელში ყოფნის დროსაც ტირიან. ტირილის ხმაზე, კი გავლენას ის ხმები ახდენს, რაც ნაყოფს დაბადებამდე ჩაესმის.
  9. 4 კვირის განმავლობაში, ნაყოფი 10 000-ჯერ უფრო დიდი იზრდება, ვიდრე განაყოფიერებული კვერცხუჯრედია, ხოლო 9 თვის შემდეგ, იწონის მილიარდჯერ მეტს, ვიდრე საკვერცხე.
  10. 7 კვირის ნაყოფს, ყველა ორგანო აქვს, რაც ზრდასრულ ადამიანს გააჩნია. პირველად ტვინი ყალიბდება. ტვინის იმპულსები კი დაახლოებით 6 კვირის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს.
  11. მუსიკალური გემოვნება ძირითადად იმ მუსიკაზეა დამოკიდებული, რომელსაც დედა ყურსასმენებით უსმენდა. ხმამაღალი ბგერები ნაყოფს ხშირად აღვიძებს და აშინებს.
  12. საკვები, რომელსაც ფეხმძიმე მიირთმევს, სანაყოფე წყლებს გემოს უცვლის. როცა დედა ტკბილეულს მიირთმევს, ბავშვი უფრო მეტ წყალს ყლაპავს, ვიდრე მწარეს მიღებისას.

 

მოამზადა მარიამ სოხაძემ

წყარო

მშობლები