2020-08-31

2016 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა, ევექსი ჰოსპიტლებისა და ევექსი კლინიკების ბაზაზე სარეზიდენტო პროგრამები დაარსა, ჯგუფი ამ დროისთვის 29 სარეზიდენტო პროგრამას მართავს.

315 მომავალი ექიმიდან 175-ი, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით და სწავლის განსაკუთრებული უნარებით გამოირჩეოდნენ ქსელის მასშტაბით უმცროს ექიმებად და ექიმებად დასაქმდნენ.

წარჩინებული რეზიდენტებისთვის სწავლის საფასურს კომპანია სრულად აფინანსებს.

2020 წლის მონაცემებით 84 რეზიდენტმა სწავლა დაასრულა და ისისნი სრულუფლებიან ექიმებად გააგრძელებენ საქმიანობას.

სარეზიდენტო პროგრამების ფუნქციონირებისთვის 4 წლის განმავლობაში 2 მილიონ 855 ათასი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული, რომელიც პედაგოგების სახელფასო ხარჯებს და რეზიდენტების სტიპენდიებს მოხმარდა.

წარჩინებული რეზიდენტები კომპანიის დაფინანსებით მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში ევროპის, ისრაელისა და ამერიკის წამყვან ჰოსპიტლებში.

განათლება ჯგუფის მთავარი პრიორიტეტია, რომელიც სარეზიდენტო პროგრამებთან ერთად მოიცავს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალ კომპანიებში დასაქმებული სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის მუდმივ ტრენინგებსა და გადამზადებებს. ამ მიმართულებით ყოველწლიურად 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება.

ჯანდაცვა