2020-09-30

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტიდან გარიცხეს ის სტუდენტი, რომელმაც ლექტორს ონლაინ ლექციის დროს შეურაცხყოფა მიაყენა. გადაწყვეტილება საბჭომ გასულ კვირას მიიღო.

"ამასთან, თსუ-მ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. შსს ამ პირთა იდენტიფიცირების შემდეგ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქმეს შესაბამის მსვლელობას მისცემს. ფაქტის მოკვლევის შემდეგ, თუ ინციდენტის მონაწილე სხვა პირებიც სტუდენტები აღმოჩნდებიან, უნივერსიტეტი დამატებით იმსჯელებს მათ საკითხთან დაკავშირებითაც", - განუცხადეს "მშობელს" უნივერსიტეტის პრესსამსახურში.

თსუ-ში სწავლა 14 სექტემბერს ონლაინრეჟიმში დაიწყო. ინციდენტი სწორედ სასწავლო წლის დაწყების შემდეგ მოხდა.

საზოგადოება