2020-08-06

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქე, ყველა, 17 წლის ჩათვლით ბავშვი, ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს.

„ეკონომიკურ კრიზისში, ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში 17 წლის ჩათვლით ბავშვებს სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვების კრიზისში და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე, ასევე სასწავლო წლის დაწყების პროცესში. რომ შევაჯამოთ, საქართველოს ყველა მოქალაქე 17 წლის ჩათვლით ბავშვი, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერისა და სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ინფორმაციით კი, ბავშვები 200 ლარიან დახმარებებს სავარაუდოდ 1-დან 15 სექტემბრამდე პერიოდში მიიღებენ.

"სამინისტრო ამჟამად მუშაობს დოკუმენტაციაზე, რომელიც მშობლებმა კომპენსაციის მისაღებად უნდა წარადგინონ. მომავალ კვირაში გაჟღერდება დოკუმენტაციის ნუსხა, თუ რა უნდა წარადგინოს მშობელმა და პორტალი, სადაც საბუთები უნდა აიტვირთოს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საზოგადოება