2020-10-19

პერსონალისა და აღსაზრდელების კორონავირუსით ინფიცირების გამო, თბილისში ამ დროისთვის 42 ბაღია დახურული.

როგორც ფორმულას თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განუცხადა, ჯამში ვირუსი 42 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 8 ბავშვია.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა.

დღის ამბები