2020-10-15

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

შესაბამისი განცხადება ინფექციურ საავადმყოფოში მარინა ენდელაძემ გააკეთა.

„თებერვლიდან დღემდე სულ დარეგისტრირებულია 14 440 შემთხვევა. როგორც მოსალოდნელი იყო, არის სერიოზული მატება და დღეს ახალი დადასტურებული შემთხვევა შეადგენს 919-ს“, – განაცხადა ენდელაძემ.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, გარდაიცვალა კიდევ 4 ადამიანი და საერთო რაოდენობა 113-ია.

რეგიონების მიხედვით მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

თბილისი - 366, აჭარა - 286, იმერეთი - 104, სამეგრელო ზემო-სვანეთი - 57, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლში - 21, კახეთ-გურია - 13-13, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა- ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1.

დღის ამბები